Aa
Aa

შეთანხმება არ შედგა - ფეტელი "ფერარის" დატოვებს

BBC-ის ინფორმაციით, „ფერარის“ წარმომადგენლებსა და სებასტიან ფეტელს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

მხარეებმა შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, რაც ნიშნავს, რომ გერმანელი პილოტი სეზონის დასრულების შემდეგ იტალიური საჯინიბოს რიგებს დატოვებს.

იმავე BBC-ის თქმით, „ფერარიში“ ფეტელის შემცვლელი უკვე შეიგულეს და მოლაპარაკებების დაწყებას ამჟამად „მაკლარენის“ პილოტ კარლოს საინსთან გეგმავენ.

„რედ ბულთან“ ერთად მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ფეტელი „ფერარის“ 2015 წელს შეუერთდა და მასთან კონტრაქტი სწორედ 2020 წლის ბოლომდე გააფორმა.

იტალიურ საჯინიბოს შარლ ლეკლერთან ერთად დიდი მიზნები აქვს და მსოფლიო ჩემპიონის წოდების დაბრუნება სურს. „ფერარის“ წარმომადგენელს მსოფლიო ჩემპიონატი 2007 წლის შემდეგ არ მოუგია - მაშინ ეს ფინელმა კიმი რაიკონენმა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები