„ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი ასდიოდა“ - UFC-ის მებრძოლის კრიტიკა და მსაჯის პასუხი
Aa
Aa

„ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი ასდიოდა“ - UFC-ის მებრძოლის კრიტიკა და მსაჯის პასუხი

UFC 249-ის ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა ჰენრი სეხუდოსა და დომინიკ კრუზს შორის გაიმართა. მეორე რაუნდის დასრულებამდე წამებით ადრე, სეხუდომ მომენტით ისარგებლა და მეტოქეს მუხლით სახეში ძლიერი დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც კრუზი ოქტაგონზე დაეცა, სეხუდომ კი შეტევა განაგრძო და საბოლოოდ მსაჯმა, კით პიტერსონმა ბრძოლა შეაჩერა.

რეფერის გადაწყვეტილებამ კრუზი გააღიზიანა და მან პროტესტი გამოხატა. მისი თქმით, მსაჯმა იჩქარა და ბრძოლა ნაადრევად შეაჩერა. ამერიკელმა პიტერსონი ჯერ ოქტაგონზე მიცემულ ინტერვიუში, ხოლო შემდეგ, მეგან ოლივისთან საუბრისას გააკრიტიკა.

„რაუნდის დასრულებამდე რამდენიმე წამი იყო დარჩენილი და ზუსტად ვიცოდი რა მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. არის მომენტები, როცა ძლიერ დარტყმას იღებ და ასეთ ვითარებაში ბევრჯერ ვყოფილვარ. ფიცარნაგზე რომ დავრჩენილიყავი, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ კარგად ჩანს, რომ წამოდგომას ვცდილობდი და ზუსტად ვიცოდი რა ხდებოდა.

ხანდახან მინდა, რომ იყოს გზა, რომლის დახმარებითაც მსაჯებს უფრო მეტ პასუხისმგებლობას დავაკისრებდით. კით პიტერსონს ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი ასდიოდა და ვინ იცის, რა ჯანდაბას აკეთებდა“.

პიტერსონმა ამერიკელ მებრძოლს სოციალურ ქსელში უპასუხა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი კრუზის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა დაურთო: „მე დილით სმაში და მოწევაში გატარებული ღამის შემდეგ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები