შავი მამბას ტრაგედია - პილოტის წარმომადგენელი მომხდარზე პასუხისმგებლობას მგზავრებს აკისრებს
Aa
Aa

შავი მამბას ტრაგედია - პილოტის წარმომადგენელი მომხდარზე პასუხისმგებლობას მგზავრებს აკისრებს

TMZ Sports იუწყება, რომ კობი ბრაიანტთან, ჯიანასთან და 6 მგზავრთან ერთად ავიაკატასტროფაში დაღუპული პილოტის, არა ჯორჯ ზობაიანის წარმომადგენელმა (მისმა ძმამ) ვანესა ბრაიანტის სარჩელს უპასუხა.

პასუხი მსუბუქად რომ ვთქვათ, შოკისმომგვრელია და ზობაიანის მხარე პასუხისმგებლობას ვერტმფრენის მგზავრებს აკისრებს. პილოტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მგზავრებმა იცოდნენ რისკების შესახებ, რომლებიც ამინდის გამო არსებობდა და გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მიიღეს.

„ნებისმიერი სახის ტრავმა, ან ზიანი, რომელიც მოსარჩელემ ან/და გარდაცვლილებმა მიიღეს, სრულად ან ნაწილობრივ გამოწვეულ იქნა დაუდევრობითა და შეცდომით, რომელიც მოსარჩელემ ან/და გარდაცვლილებმა გამოიჩინეს. ეს მოიცავს იმასაც, რომ მათ შესაძლო რისკების შესახებ ყველაფერი იცოდნენ და გარისკვაზე თანხმობა საკუთარი ნებით განაცხადეს. სწორედ ეს დაუდევრობა გახლავთ მთავარი ფაქტორი, რამაც მათთვის ზიანის მიყენება განაპირობა და ამ საკითხთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება“.

ვანესა ბრაიანტის სარჩელზე გაკეთებულ პასუხში არაა დაკონკრეტებული მგზავრებმა დაუდევრობა როგორ გამოიჩინეს და ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ რა რისკებზეა საუბარი...

შეგახსენებთ, რომ ბრაიანტის მეუღლის სარჩელში წერია, რომ პილოტმა ამინდის შესახებ ზუსტი ცნობების მოპოვება და უკვე ფრენისას მისი დროულად შეწყვეტა ვერ მოახერხა, ასევე ვერ შეინარჩუნა ძრავაზე მართვა და ბუნებრივ დაბრკოლებებს ვერ გაუმკლავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები