ეთერ ლიპარტელიანი:
Aa
Aa

ეთერ ლიპარტელიანი:"პატარა ვარსკვლავი ვარ რომელსაც იმედი აქვს რომ დიდი გახდება"

მსოფლიოში გამეფებული კორნავირუსის გამო სპორტი შეჩერებულია. გამონაკლისი არც ძიუდოა და სპორტსმენები ფორმის შენარჩუნებას სახლში ვარჯიშით ახერხებენ.

პოპულარულმა ვებგვერდმა „judoinside”-მა ევროპის ახალაგზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონის, ახლაგაზრდული მსოფლიოსა და ევროპის გამარჯვებულის ეთერ ლიპარტელიანის ინტერვიუ შემოგვთავაზა.

როცა სახელსა და გვარ ეთერ ლიპარტელიანს გაიგონებენ, ხალხი პირველ რიგში ამბობს: "ის ვარლამ ლიპარტელიანის და არის თუ ბიძაშვილი?" რა კავშირია თქვენ შორის?

ჰაჰაჰა,ნორმალური რეაქციაა, თუმცა მე და ვარლამს პირდაპირი ნათესავური კავშირი არ გვაქვს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენს მხარეში, სვანეთში საკმაოდ ბევრი ლიპარტელიანია.

1990-იან წლებში კიდევ ერთი ცნობილი სახე იყო - სოსო ლიპარტელიანი. არც მასთან გაქვს რამე კავშირი?

დიახ, ის ბიძად მეკუთვნის. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა წლების განმავლობაში, სოსოს ძალიან მადლობელი ვარ.

სახელეთერი რამენიშნავს?

დიახ, ის ვარსკვლავს ნიშნავს.

WOW, ვარსკლავი ხართ?

ჩემი აზრით, თავად უნდა გჯეროდეს ვარსკვლავობის.ვიტყვი,რომ პატარა ვარსკვლავი ვარ,რომელსაც იმედი აქვს,რომ დიდი გახდება.

როგორც წესი, ძიუდო ქართველ გოგონებში პოპულარული არასდროს ყოფილა. რამდენი წლისამ დაიწყე ვარჯიში ამ სპორტში და მშობლებს სურდათ, რომ ძიუდოისტი გამოსულიყავი?

ძიუდოზე 8 წლის ასაკში შევედი. ძალიან ენერგიული და აქტიური ბავშვი ვიყავი. თოჯინები და გოგოსთვის დამახასიათებელი რაღაცები არასდროს მიყვარდა. უფრო მეტად ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. დედაჩემს ეს იდეა დიდად არ იზიდავდა, თუმცა მამას განსხავებული აზრი ჰქონდა. მისი აზრით, ძიუდო ჩემთვის შესაფერისი სპორტი იყო.

ადრეულ ასაკიდანვე ფიქრობდი, რომ საერთაშორისო დონეზე წარმატების მიღწევა შეგეძლო?

იმ დროს საქართველოში ქალების ძიუდო არც ისე პოპულარული იყო და არც კი ვიცოდი, რომ ქალ ძიუდოისტებს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის წარდგენის საშუალება ჰქონდათ.

მართალია, რომ ძიუდოს გამო თბილისში მცირე ასაკში გადახვედი?

10 წლის რომ გავხდი, ძიუდო მხოლოდ გასართობი არ იყო და სერიოზულად მინდოდა გავყოლოდი. სადაც ვცხოვრობდი, იქ სავარჯიშო პირობები არ გვქონდა, ასე რომ ბიძაჩემმა, მალხაზმა თავის სახლში, რუსთავში წამიყვანა,ადრე რუსთავიდან დავიდოდი თბილისში, ახლა კი კარგი შედეგების გამო უფრო მეტი დაფინანსება მოვიპოვე და ბინის დაქირავების საშუალებაც მაქვს.

კარანტინის დროს თბილისში ?

სახლში დავბრუნდი, სვანეთში. მშობლებთან, ორ დასთან და ძმასთან ერთად ვარ. ფორმის შესანარჩუნებლად სახლის პირობებში ვარჯიშობ.

მხოლოდ ამით ხართ დაკავებული?

არა, ძირითად დროს სწავლას ვუთმობ. საქარველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. ძიუდოს გამო ცოტა მიჭირს საკმარისი დროის გამონახვა, თუმცა მაინც ვახერხებ. ჩემი აზრით, განათლება ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოში სპარინგისათვის არის ბევრი ძლიერი გოგონა?

სამწუხაროდ არა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს, სიტუაცია შეიცვალა, ძიუდო მაინც არ არის პოპულარული გოგონებში. ძირითადად, ბიჭებთან ერთად მიწევს ვარჯიში.

შენ უნიკალური გდებით გამოირჩევი?

ჩემთვის ის "ხაბარელი" არის, ან როგორც იაპონელები უწოდებენ "ობი-ტორი-გაეში". ბავშვობიდან მიყვარს ამ გდების გაკეთება. სწორედ შოთა ხაბარელმა მიბიძგა ამისკენ, ის იმდენად დახვეწილად აკეთებდა მას.

ახალგაზრდებში ძალიან წარმატებული კარიერა გქონდა. ახლა კი უფროსებში გადახვედი. როგორი იყო ეს პროცესი?

ძალიან განსხვავებული. უფროსები უფრო მეტად მოტივირებული და ძლიერები არიან. ასე რომ ვიცი, წარსულში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ამ დონეზე მედლები მოგება ადვილი არ იქნება.

რას ნიშნავს ძიუდო თქვენთვის?

პირველ რიგში, ძუდომ ბრძოლის საშუალება მომცა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის დამეხმარა მე, გავმხდარიყავი უფრო ძლიერი, როგორც ფიზიკურად, ისე შინაგანად, მან დისციპლინა მასწავლა. ძიუდო ჩემი ცხოვრების წესი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები