გეიჯის გამარჯვება 5 რაუნდში - ფერგიუსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს
Aa
Aa

გეიჯის გამარჯვება 5 რაუნდში - ფერგიუსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

UFC 249-ის მთვარი ბრძოლა ტონი ფერგიუსონსა და ჯასტინ გეიჯს შორის ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. გულშემატკივრები მათი უხეში და აგრესიული სტილიდან გამომდინარე სისხლიან და ხანმოკლე დაპირისპირებას ელდონენ, რომელსაც ტონი მოიგებდა, თუმცა ყველაფერი სულ სხვაგვარად წარიმართა.

ბრძოლა 5 რაუნდს გაგრძელდა და 2 წუთით ადრე დასრულდა. ჯასტინ გეიჯმა მეტოქეს დგომში აჯობა და გამარჯვებაც მას დარჩა. მან ხუთივე რაუნდის მოგება შეძლო.

პარტერში გადასვლა არცერთ მებრძოლს არ უცდია. ფერგიუსონს თავისი მახრჩობელა ილეთების შესრულება არ გამოუვიდა და საერთოდ, ის თავის თავს არ ჰგავდა, რაც გეიჯის დამსახურება იყო.

ფერგიუსონი ნოკაუტთან ახლოს მხოლოდ მეორე რაუნდის ბოლოს იყო, თუმცა ეს ვერ მოახერხა. გეიჯი მას უფრო ხშირად და შედეგიანად ურტყამდა.

ბოლო მე-5 რაუნდში კარგად გამოჩნდა, რომ გეიჯი ფიზიკურად გაცილებით კარგ ფორმაში იყო. მან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და შედეგად, მსაჯებმა ბრძოლის ორი წუთით ადრე დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს. ყველაფერი ნათელი იყო - ჯასტინ გეიჯმა ტონი ფერგიუსონი მაგრად სცემა. „ელ კუკუი“ მის დარტყმებს ვეღარ უძლებდა.

ბოლო ინფორმაციით, ფერგიუსონი ბრძოლის შემდეგ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ამის შესახებ UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა.

გეიჯმა გვაჩვენა, თუ როგორ უნდა იბრძოლო დისციპლინირებულად და როგორ უნდა გამოიყენო შენი უპირატესობები. ტონი კი მიჯრით 12 გამარჯვების შემდეგ დამარცხდა.

ჯასტინ გეიჯი კი დროებით ქამარს დაეუფლა, შემოდგომაზე მას წესით ხაბიბ ნურმააგომედოვთან ბრძოლა ელის.

ასე გამოეხმაურა ბრძოლას ხაბიბ ნურმაგომედოვი...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები