''ბედნიერი ვარ, ლა ლიგა 20 ივნისს ბრუნდება'' - აგირეს სასიხარულო ცნობა
Aa
Aa

''ბედნიერი ვარ, ლა ლიგა 20 ივნისს ბრუნდება'' - აგირეს სასიხარულო ცნობა

''ლეგანესის'' მექსიკელი მწვრთნელის, ხავიერ აგირეს განცხადებით ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება და 26 ივლისს დასრულდება. ამ ეტაპზე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არაა, თუმცა აგირემ გადაწყვეტილება ლა ლიგის მმართველებთან კომუნიკაციის შემდეგ გაასაჯაროვა.

აგირე Marca Claro MVS-ს ესაუბრა: ''ჩვენ უკვე ვიცით როდის განახლდება სეზონი, თარიღი ცნობილია, საფეხბურთო მატჩები 20 ივნისიდან გაიმართება. სეზონი განახლებიდან ხუთ კვირაში დასრულდება. თამაშები გაიმართება შაბათ-კვირასა და ოთხშაბათ-ხუთშაბათს. ჩვენ სავარჯიშო გრაფიკიც შევადგინდეთ და სეზონის განახლებისთვის მზადებას ვიწყებთ. ძალიან ბედნიერი ვარ.''

ესპანეთის ლა ლიგის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი. 27 ტურის შემდეგ ''ბარსელონა'' 58 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ''რეალს'' 2 ქულით უსწრებს.

7 მარტს ''ბარსელონამ'' შინ ''სოსიედადი'' დაამარცხა. მას შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის ყველა მატჩი გაურკვეველი დროით გადაიდო.

შეგახსენებთ, 16 მაისს გერმანიის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატი, ბუნდესლიგა განახლდება. ასევე, მაისის მიწურულს პოლონეთის ექსტრაკლასას მატჩები გაიმართება, ხოლო ივნისში ლა ლიგის გარდა თურქეთის სუპერლიგა დაბრუნდება.

 

მსგავსი სიახლეები