“მაშინ ჩემი ფანბოივით იქცეოდი” - შარაპოვამ ჯოკოვიჩი live-სას “დატროლა”
Aa
Aa

“მაშინ ჩემი ფანბოივით იქცეოდი” - შარაპოვამ ჯოკოვიჩი live-სას “დატროლა”

მსოფლიო პანდემიის გამო სპორტი შეჩერებულია. გამონაკლისი არც ჩოგბურთელები არიან, ვარსკვლავები ვარჯიშს სახლის პირობებში აგრძლებენ.

ასევე ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობენ და ხშირად live ჩართვებსაც გვთავაზობენ. რეიტინიგის ნომერ პირველი  ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი "ინსტაგრამის" საშუალებით ყოფილ პირველ ნომერ მარია შარაპოვას გაესაუბრა.

ჩოგბურთელებმა ბევრი სახალისო ამბავი გაიხსენეს. მარიამ ნოლეს თავიანთი სარეკლამო რგოლები გაახსენა, რომელშიც იგი ჯოკოვიჩს ბურთს სასქესო ორგანოზე არტყამს.

ასევე მათ თავიანთი პირველი შეხვედრა და გაცნობა გაიხსენეს. შარაპოვა ამბობს: „ინდიან უელსში საჩვენებელ ტურნირს ვთამაშობდით. ორივე ახალგაზრდები ვიყავით. ეს იყო იქამდე, სანამ შენ ტიტულებს მოიპოვებდი. ჩვენ მიქსის წყვილებში ვასპარეზობდით და შენ მითხარი, თუ მომიგებდი ვახშმის ფულს მე გადავიხდიდი. მე შემოგხედე და დაგეთანხმე. გუნებაში კი ვფიქრობდი, ვინ არის ეს ბიჭი-მეთქი. მატჩის შემდეგ მომიახლოვდი და მითხარი, რომ დღეს საღამოს ვახშამზე იაპონურ რესტორანში მელოდებოდი. მე ძალიან შევიცხადე... რა? მე და შენ ვახშამზე? ეს ძალიან სახალისო იყო. იმიტომ, რომ შენ ამოიღე "კოდაკის" პატარა ფოტოაპარატი და მიმტანს სურათის გადაღება სთხოვე. მეც და ოფიციანტმაც გაკვირვებულმა გკითხეთ სურათის გადაღება? შენ კმაყოფილი იყავი. მაშინ ნამდვილად ჩემი ფანბოივით იქცეოდი".

ჯოკოვიჩმა კი დევისის თასი შეხვედრა გაიხსენა, რომელშიც მას თამაში ნაბახუზევზე მოუწია: „დალევა საერთოდ არ მიყვარს. ძალიან იშვიათად ღვინოს თუ მოვწრუპავ. მაგრამ იყო შემთხევვა, როდესაც ნაბახუსევზე ჩოგბურთის თამაში მომიწია. ეს იყო 2011 წლის დევისის თასის გათამაშება შვედეთის ნაკრებთან.  იმ წელს უიმბლდონი პირველად მოვიგე და ეს გამარჯვება გრანდიოზულად აღვნიშნე. იმავე ღამეს ლონდონიდან შვედეთში ჩასვლა მომიწია. ჩვენ 2:0 ვიგებდით და მე აღარ უნდა მეთამაშა, მაგრამ წყვილების შეხვედრაში მაინც მომიწია თამაში. სუნთქვა მიჭირდა და ბურთს ვერ ვხედავდი. ეგ დღე ძალიან ცუდად მახსენდება".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები