Aa Aa
6 მაისი 2020  |  11:30

დაბალრეიტინგიან ჩოგბურთელთა დასახმარებლად 6 მილიონი დოლარი გამოიყო

პროფესიონალ ჩოგბურთელთა დასახმარებლად სულ მალე სპეციალური პროგრამა შემუშავდება. გუშინ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ფონდისთვის 6 მილიონი ამერიკული დოლარი უკვე გამოყოფილია.

აღნიშნული თანხა ATP-იმ, WTA-იმ, ITF-მა და დიდი სლემის ოთხივე ტურნირის წარმომადგენლებმა შეაგროვეს. პირველ ეტაპზე, ფინანსურ დახმარებას ATP-ისა და WTA-ის ჯამში 800-მდე მოთამაშე მიიღებს.

ჩოგბურთელები კატეგორიებად დაიყოფიან და მათ თანხა გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემათ. მაგალითად, გათვალისწინებული იქნება მოთამაშის ბოლოდროინდელი აქტივობები, გამომუშავებული საპრიზო თანხები და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ Covid-19-ის პანდემიის პირობებში ჩოგბურთელთა ფინანსური დახმარების აუცილებლობის საკითხი თავდაპირველად ქართველმა სოფია შაფათავამ გააჟღერა. მან პეტიციაც შექმნა, რომელმაც, როგორც ვხედავთ, შედეგიც გამოიღო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში