"ნიუელსს" მესის დამატება სურს
მსოფლიოს წამყვან სპორტულ პრესაში, ლიონელ მესის შესახებ, ახალი საინტერესო ამბავი ვრცელდება.
საქმე ისაა, რომ მესის დამატების სურვილი, მისმა ყოფილმა კლუბმა, "ნიუელს ოლდ ბოისმა" გამოთქვა.
"დარწმუნებული ვარ, "ნიუელსია" იმ იშვიათ კლუბთა შორისაა, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის, თავისთან გადმოყვანა შეუძლია".
"ვფიქრობ, მესის ჩვენი წინადადება მოეწონება და ვიცი ისიც, რომ მისთვის "ნიუელსი" ჩვეულებრივი კლუბი არაა და მას დიდ პატივს სცემს". - განუცხადა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, კრისტიან დ'ამიკომ FourFourTwo-ს.
როგორც დაიწერა, "ოლდ ბოისის" ბოსებს, "ბარსას" ვარსკვლავის დამატების იმედი, მისი კარიერის დასრულებამდე აქვთ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ფეხბურთის თამაში "ნიუელსში" დაიწყო და ამ გუნდში 14 წლამდე ირიცხებოდა.
მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით