Aa
Aa

"ცოტა გადაიხარე" - ამბავი, როცა ლამაზმანმა ჩოგბურთელმა ფოტოგრაფს შუა თითი უჩვენა

ეშლი ჰარკლირუდის სახელი ჩოგბურთის მოყვარულებს მხოლოდ იმიტომ ახსოვთ, რომ პროფესიონალურ კარიერას სამოდელო ცხოვრება არჩია და საზოგადოებას თავი თამამი ფოტოსესიებით დაამახსოვრა.

2003 წლის 24 ივნისს, ამერიკელი ჩოგბურთელის ცხოვრება შეიცვალა. „უიმბლდონის“ გათამაშების პირველ წრეში 18 წლის ეშლი 15 წლის მარია შარაპოვას დაუპირიპირდა და 2 სეტში ანგარიშით 2:6,1:6 დამარცხდა.

თუმცა, შეხვედრასთან დაკავშირებული ყველაზე საინტერესო ფაქტი თამაშის მიმდინარეობისას მოხდა. ჰარკლირუდი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ ინგლისელმა ფოტოგრაფმა მას ტანში გადახრა სთხოვა, რათა ეფექტური ფოტო გადაეღო, რაზეც ჰარკლირუდმა საპასუხოდ შუა თითი უჩვენა.

ბრიტანულმა მედიამ ამერიკელ სპორტსმენს ჟესტიკულაცია არ აპატია და იგი მკაცრად დასაჯეს.

ბრიტანული მედია ძალიან უხეში და სასტიკია.  დიახ, ფოტოგრაფს, რომელმაც კარგი ფოტოსთვის ტანში გადახრა მომთხოვა, შუა თითი ვაჩვენე. მას money shot-ის დაჭერა უნდოდა, მაგრამ მე ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, რადგან 15 წლის მარია შარაპოვა მანადგურებდა", - ამბობს ჰარკლირუდი.

ეშლი ჰარკლირუდი საკმაოდ ნიჭიერ ჩოგბურთელად ითვლებოდა, რაც 2001 წელს იუნიორთა უიმბლდონის მოგებით დაამტკიცა. თუმცა, სასიამოვნო ფორმებით გამორჩეულმა სპორტსმენმა სახელი უფრო Playboy-ისთვის გადაღებული თამამი ფოტოებით გაითქვა, საჩოგბურთო კარიერაში კი ბევრისთვის არაფრისთვის მიუღწევია და მხოლოდ ITF-ის დონეზე მოგებული 8 ტიტული აქვს აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები