ბორის ბეკერი:
Aa
Aa

ბორის ბეკერი: "სავარაუდოდ პანდემიის გამო ფედერერი კმაყოფილი უნდა იყოს"

კორონავირუსის გამო მსოფლიოში სპორტული ღონისძიებების უდიდესი ნაწილი შეჩერებულია და დღემდე უცნობია, თუ როდის დაგვიბრუნდება ის. გამონაკლისი არ ჩოგბურთი გახლავთ.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, დიდი სლემების 6-გზის გამარჯვებული ლეგენდარული გერმანელი ბორის ბეკერი თვლის, რომ კოვიდ-19-ით ყველაზე მეტად როჯერ ფედერერმა ისარგებლა.

„სავარაუდოდ, პანდემიის შედეგად მსოფლიოში განვითარებული მოვლენებით ფედერერი კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ჯერჯერობით მის რეკორდს საფრთხე არ ემუქრება.

ვფიქრობ, ნოვაკ ჯოკოვიჩი ამ ყველაფრით ძალიან გაღიზიანებული უნდა იყოს, რადგან ის მიმდინარე სეზონში საუკეთესო იყო. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ სერბმა ამის შესახებ ემოციები საჯაროდ გამოხატოს“. - ციტირებს ბეკერის სიტყვებს CNN-ი.

როგორც მოგეხსენებათ, ამ მომენტისთვის 38 წლის ფედერერს 20 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, 33 წლის ნადალის ანგარიშზე 19 დიდი სლემია, ხოლო 32 წლის ჯოკოვიჩი 17 დიდი სლემით მე-3 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ საჩოგბურთო სეზონი პანდემიის გამო ამ მომენტისთვის 13 ივლისამდე შეჩერებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები