''მადლობა რაგბის დიდ ოჯახს'' - მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ცნობილია
Aa
Aa

''მადლობა რაგბის დიდ ოჯახს'' - მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ცნობილია

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაში თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. 68 წლის ინგლისელმა სერ ბობ ბომონტმა ამჯერადაც გაიმარჯვა, მან აგუსტინ პიშოს ხუთი ხმით გაასწო და 28:23 დაამარცხა.

გამარჯვებული სერ ბობ ბომონტი მსოფლიო რაგბის კიდევ ოთხი წელი უხელმძღვანელებს, რომელიც კონსერვატორული იდეების ერთგულია. გასული წლების მსგავსად უახლოეს 4 წელიწადში მსოფლიო რაგბიში რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდება. ლოგიკურად, ბომონტის გამარჯვებით ქართული მხარე კმაყოფილი არ უნდა დარჩენილიყო, თუმცა უცნობია საქართველოს წარმომადგენელმა ვის დაუჭირა მხარი, პიშოს თუ ბომონტს.

გასულ წლებში აგუსტინ პიშო თავმდჯომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ბომონტის გამარჯვების შემდეგ კი პიშოს ფრანგული რაგბის პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტი შეცვლის.

ბომონტმა რაგბის დიდ ოჯახს გამოცხადებული ნდობისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

ბილ ბომონტმა პიშოს მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურა: ''მადლობა აგუსტინს ოთხწლიანი მუშაობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად სხვადასხვა მხარეს ვიყავით, ბევრი საერთო იდეა გვაერთიანებს. მას დიდ პატივს ვცემ. მისი როლი რაგბის განვითარებაში საკმაოდ დიდია.''

მსგავსი სიახლეები