ემერი:
Aa
Aa

ემერი: "სუარესი მსაჯზე იქამდე ზემოქმედებდა, სანამ თავის ხაფანგში არ შეიტყუა"

უნაი ემერიმ თავის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე საშინელი მატჩი გაიხსენა, რომელმაც მის სტატუსს დიდი ზიანი მიაყენა.

ემერიმ მსაჯის შეცდომებზე და „ბარსელონას“ ფეხბურთელთა პროვოკაციებზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ შეხვედრაში შესასწავლი უამრავი დეტალი იყო. პირველ რიგში მსაჯს შევცვლიდი. მეორე დღით მატჩი განმეორებით 50-ე წუთიდან 82-ს ჩათვლით ვნახე.

0-3-ის შემდეგ კავანიმ გაიტანა, შემდეგ ერთი შანსი კიდევ ჰქონდა, ასევე დი მარიას აშკარა პენალტი არ დაუნიშნეს. სამაგიეროდ მსაჯმა შემდეგ პენალტი ნეიმარს დაუნიშნა. ყურება სწორედ ამის შემდეგ შევწყვიტე.

შევამჩნიე, რომ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელსაც იმ სეზონში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა (საუბარია რაბიოზე), დაზიანებას მალავდა. ალბათ ცვლილება უნდა განმეხორციელებინა.

უნდა აღვნიშნო, რომ „ბარსელონას“ მოთამაშეები ჩვენს საჯარიმოში მუდმივად ეცემოდნენ. განსაკუთრებით სუარესი აქტიურობდა. ის მსაჯზე იქამდე ზემოქმედებდა, სანამ თავის ხაფანგში არ შეიტყუა“. - ესპანელის სიტყვებს Marca ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიომ მატჩის შემდეგ მართლა დაადასტურა, რომ ის შეხვედრისთვის 100%-ით მზად არ იყო, თუმცა მისი თამაშის სურვილი უდიდესი იყო და მან ამის დამალვით შეცდომა დაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები