რინკონი: ''რეალში'' რასიზმი პრობლემა იყო... ეგოისტი თანაგუნდელები მყავდა''
Aa
Aa

რინკონი: ''რეალში'' რასიზმი პრობლემა იყო... ეგოისტი თანაგუნდელები მყავდა''

ვეტერანი კოლუმბიელი ფეხბურთელი ფრედი რინკონი მადრიდის ''რეალში'' გატარებულ პერიოდს GOL Caracol-თან ინტერვიუში იხსენებს.

''სამეფო კლუბში'' რინკონის თანაგუნდელები ივან სამორანო, ფერნანდო რედონდო, ფერნანდო იერო, მიქაელ ლაუდრუპი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები იყვნენ.

რინკონი ცენტრალური ნახევარმცველისა და მარცხენა გარემარბის პოზიციებზე თამაშობდა.

ფრედი რინკონი:''რეალში'' მძიმე პერიოდი იყო, გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელი თამაშობდა, რომელთაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდათ. მათთვის ეგოიზმი და სიამაყე დამახასიათებელი იყო.

მიუხედავად ამისა, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ვფიქრობდი, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წევრი ვიყავი. თანაგუნდელების თანადგომას ვგრძნობდი, რაც სასიამოვნო იყო. ''სამეფო კლუბში'' მეგობრებიც შევიძინე.

თეთრკანიანი რომ ვყოფილიყავი, ''რეალში'' რასიზმის გადატანა არ მომიწევდა, კლუბში რასიზმს ყოველდღე არ ვაწყდებოდი, თუმცა ამის ნიშნები ნამდვილად იყო. მთავარი მწვრთნელი ხორხე ვალდანო რთულ ვითარებაში იყო, რადგან ფეხბურთელთა მხრიდან დიდ ზეწოლას გრძნობდა.''

რინკონი ''სანტა ფეს,'' ''ამერიკა დე კალის,'' ბრაზილიური ''პალმეირასისა'' და იტალიური ''ნაპოლის'' ყოფილი ფეხბურთელია. 1995 წელს ''პალმეირასიდან'' მადრიდის ''რეალში'' გადავიდა, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. 1996 წელს კოლუმბიელი ბრაზილიურ კლუბში იჯარის წესით დაბრუნდა.

1997-2000 წლებში რინკონი ''კორინთიანსის'' ღირსებას იცავდა, რასაც ''სანტოსში'' გადასვლა მოყვა.

ფეხბურთელის კარიერა 2001 წელს ''კრუზეიროში'' დაასრულა, თუმცა 2004 წელს კარიერა განაახლა და მცირე ხნით ''კორინთიანსში'' ითამაშა.

ფრედი რინკონი კოლუმბიის ეროვნულ გუნდში 1990-2001 წლებში ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები