ედე: ''ნარკოტიკებს ვიღებდი და 60 ათასი ქომაგის წინაშე ვთამაშობდი''
Aa
Aa

ედე: ''ნარკოტიკებს ვიღებდი და 60 ათასი ქომაგის წინაშე ვთამაშობდი''

მანუელ ნოიერის, მატს ჰუმელსისა და მესუტ იოზილის ყოფილი თანაგუნდელი ჩინედუ ედე აღიარებს, რომ ბუნდესლიგაში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ თამაშობდა.

ედემ, რომელმაც 2009 წელს გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ფეხბურთელის კარიერა გასულ წელს გერმანიის რანგით მეოთხე ლიგაში დაასრულა.

გერმანულმა გამოცემა T-online-მა ედესთან ინტერვიუ ჩაწერა, ექს-ფეხბურთელი სკანდალურ თემებზე საუბრობს.

ფეხბურთელმა მუსიკოსის კარიერა დაიწყო და ახლახანს ჩაწერა სიმღერა სახელწოდებით Reflexion. ''ტრეკი'' ედეს საფეხბურთო კარიერასაც ეხება. ტექტსში ასეთი სიტყვებია: ''მძულს ფეხბურთი'' და ''ბუნდესლიგაში 60 000 ქომაგის წინაშე თამაში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.''

ედე:''მუსიკის შექმნა დავიწყე, რადგან ძალიან კარგად ვერთობი.

როგორც მუსიკის, ასევე ფეხბურთის ინდუსტრიაში ცდილობენ გარემოსთან ადაპტირება ისე მოახერხო, რომ რობოტად იქცე და ყოველთვის გაჩუმებისკენ მიგითითებენ. ეს ყველაფერი, ოფიციალური პირების ჩათვლით, ჩემში ზიზღს იწვევს.

ღიად და გულწრფელად მოსაუბრე ფეხბურთელთა 99 პროცენტის ჩანაცვლება ძალიან სწრაფად ხდება, რაც ძალიან მაღიზიანებს.

ზოგჯერ ნარკოტიკების მიღებით რეალობასთან შეხებას კარგავ და გსურს ამ გზას გაყვე. ეს არის მედიცინის მსგავსი. შემდეგ მოედანზე გადიხარ და გრძნობ, რომ ნარკოტიკები კვლავ ახდენს შენზე გავლენას, კვლავ მათი ზემოქმედების ქვეშ ხარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნარკოტიკებს ზუსტად თამაშის დაწყებამდე ვიღებდი.

მიუხედავად ამისა, მეორე მხრივ ყოველთვის ტკივილგამაყუჩებლებით ვთამაშობდი, რადგან ხშირად ვიღებდი ტრავმას. ზოგჯერ როცა ტრავმა მქონდა, სავარჯიშო პროცესს ნაადრევად ვიწყებდი, მსურდა ვარჯიშის დაწყებით კარგი განწყობა შემექმნა, თუმცა მოედანზე ნააადრევად დაბრუნება ორგანიზმისთვის კარგი არ იყო.''

ჩინედუ ედემ ბუნდესლიგაში მხოლოდ 28 მატჩი ჩაატარა. კარიერის დიდი ნაწილი მეორე ბუნდესლიგის კლუბებში გაატარა. ასევე, ჰოლანდიისა და კვიპროსის ჩემპიონატებში ასპარეზობდა.

ჩინედუ ედემ გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, თუმცა ეროვნულ გუნდში არასდროს უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები