17 წლის წინ - ასათიანის გოლით საქართველომ რუსეთი დაამარცხა!
Aa
Aa

17 წლის წინ - ასათიანის გოლით საქართველომ რუსეთი დაამარცხა!

2002 წლის 12 ოქტომბერს, "ევრო 2004"-ის შესარჩევი ეტაპის ეგიდით საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთის ნაკრებს მასპინძლობდა.

იმ დღეს, მატჩის მე-40 წუთზე სტადიონზე ელექტროენერგია გაითიშა და შეხვედრა გადაიდო. გადადებული დაპირისპირება 2003 წლის 30 აპრილს გაიმართა.

ისტორიულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუსები 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე, მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველმა, მალხაზ ასათიანმა გაიტანა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მეორე შეხვედრას ატარებდა.

საქართველო: გიორგი ლომაია, ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, კახი კალაძე, დავით კვირკველია, ლადო ბურდული (გიორგი შაშიაშვილი; 80), ლევან ცქიტიშვილი, გიორგი ნემსაძე (კაპ.), გიორგი დემეტრაძე, მიხეილ აშვეთია (რატი ალექსიძე; 85), მალხაზ ასათიანი (გივი დიდავა; 75).

მთავარი მწვრთნელი: ივო შუშაკი (ხორვატია).

მატჩის დასრულების შემდეგ თბილისის ქუჩებში ზეიმი დაიწყო და ქართველი გულშემატკივარი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქის დამარცხებას აღნიშნავდა. 

ჩვენმა გუნდმა იმ შესარჩევ ციკლში მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვა - ასევე შინ ალბანეთს მოვუგეთ. რუსებმა კი, შვეიცარიის შემდეგ, ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავეს და საკვალიფიკაციოს ფლეი-ოფში გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები