ლეგენდარული თემურ ხუბულური იუბილარია
Aa
Aa

ლეგენდარული თემურ ხუბულური იუბილარია

ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ორჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ძიუდოში, თემურ ხუბულურია.

24 აპრილს ლეგენდარულ ქართველ ძიუდოისტი იუბილარია და დღეს მას 65 წელი შეუსრულდა.

ხუბულური მსოფლიო ჩემპიონი 1979 წელს პარიზში, ხოლო 1981 წელს მაასტრიხტში 95 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა. აღსანიშნავია, რომ ხუბულური ასევე პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია ძიუდოში.

ტიტულოვანი სპორტსმენის მიღწევებიდან გამოსარჩევია 1980 წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ვერცხლის მედალი და ევროპისა (1976, 1977) და საბჭოთა კავშირის (1979, 1982) ორგზის ჩემპიონობა.

თემურ ხუბულური 1976 წელს საქართველოს აბსოლუტური ფალავანი გახდა ქართულ ჭიდაობაში, 1979 წელს კი ის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. 2012 წლიდან თემურ ხუბულური საქართველოს პარლამენტის წევრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები