მერტენსმა ბარსასთან მატჩის მაისური გაყიდა და კორონავირუსთან ბრძოლისთვის გადარიცხა
Aa
Aa

მერტენსმა ბარსასთან მატჩის მაისური გაყიდა და კორონავირუსთან ბრძოლისთვის გადარიცხა

იტალიური ''ნაპოლის'' ბელგიელმა ფეხბურთელმა დრის მერტენსმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის დონაცია გააკეთა. ფეხბურთელმა აუქციონზე ''ბარსელონასთან'' გამართული მატჩის მაისური გაყიდა. ეს მატჩი მიმდინარე წელს უეფას ეგიდით გაიმართა.

კატალონიურ კლუბთან შეხვედრაში დრის მერტენსმა ''ნაპოლის'' მაისურით 121-ე გოლი გაიტანა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. კლუბის ისტორიაში 121 გოლი ''ნაპოლის'' კიდევ ერთი ფეხბურთელის, მარეკ ჰამშიკის ანგარიშზეა. 115 გოლით მესამე ადგილზე მარადონაა.

ბელგიელმა ფეხბურთელმა თანხა კანავარო-ფერარას ფონდში გადარიცხა.

კანავარო-ფერერას ფონდი 2005 წელს დაარსდა. ფონდის დამფუძნებლები ჩირო ფერარა და ძმები, პაოლო და ფაბიო კანავაროები არიან. ფონდის მიზანია საფეხბურთო აუქციონების მოწყობა და შემოსული თანხით ნეაპოლში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები