ქეცბაიას საოცარი გასროლა და გაშეშებული მეკარე
Aa
Aa

ქეცბაიას საოცარი გასროლა და გაშეშებული მეკარე

1995-96 წლების სეზონში ათენის აეკ-ის ქართველმა ფეხბურთელმა თემურ ქეცბაიამ საბერძნეთის თასის შეხვედრაში პირეოსის ''პანათინაიკოსს'' ბრწყინვალე გოლი გაუტანა. 

ქეცბაია უძლიერესი დარტყმით ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა ამჯერად დარტყმა იმდენად ძლიერი იყო მეკარე ადგილზე გაშეშდა და რეაგირება ვერ მოასწრო. ''პანათინაიკოსის'' კარში პოლონელი მეკარე იოზეფ ვანძიკი იდგა.

თემურ ქეცბაია ათენის აეკ-ში 1994-97 წლებში ასპარეზობდა. ბერძნულ კლუბთან ერთად ქართველმა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, 1997 წელს კი აეკ-ი თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც პსჟ-სთან დამარცხდა.

თემურ ქეცბაიამ საბერძნეთის თასი ორჯერ მოიგო (1995-96, 1996-97), ერთხელ კი სუპერთასის გამარჯვებული გახდა (1997). 2016 წელს ქეცბაია ათენში დაბრუნდა და აეკ-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა, თუმცა რამდენიმე თვეში გუნდი დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები