„ჯადოსნური მომენტი პატარა ქართველისგან
Aa
Aa

„ჯადოსნური მომენტი პატარა ქართველისგან" - ქინქლაძის გოლი საუკეთესოთა შორის

The Football Faithful-მა პრემიერ ლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო სოლო გოლი დაასახელა, რომელთა შორის გიორგი ქინქლაძის მიერ „საუთჰემპტონთან“ შექმნილი შედევრიც მოხვდა.

„დიდი ხნით ადრე, სანამ მანჩესტერ სიტისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავები და სიმდიდრე ჩვეულებრივ მოვლენად იქცეოდა, გუნდში მივიდა პატარა ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ფეხბურთით შეპყრობილი ქალაქის ცისფერ ნაწილზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

ქინქლაძე მეინ როუდზე მოულოდნელად გამოჩნდა, მაგრამ სიტის ქომაგთა გულები მალევე მოიგო. მის დიდებულ ბუნებრივ ტალანტსა და შეუდარებელ დრიბლინგს ინგლისელი გულშემატკივრები აღტაცებაში მოჰყავდა და მათი დახმარებით, იგი გულშემატკივართა ფავორიტი გახდა.

მას ბურთთან ერთად სწრაფად გადაადგილება შეეძლო და ამავდროულად იდეალურ კონტროლს ინარჩუნებდა. ქინქლაძის საოცარ სტილსა და აჩქარებას პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სოლო გოლი მოჰყვა, რომელიც 1996 წელს საუთჰემპტონის კარში გავიდა.

ქინქლაძემ ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, ცენტრისკენ შეიჭრა, გზად 4 მეტოქე ჩამოიშორა, შემდეგ კი, პაუზა აიღო, დეივ ბისენტი დააწვინა და ბურთი თავზე ლამაზად გადაუგდო.

ეს იყო ჯადოსნური მომენტი ფეხბურთელისგან, რომელიც მანჩესტერ სიტის ქომაგების საკულტო გმირად რჩება. პატარა ქართველმა ინგლისში გატარებული პერიოდისას გენიოსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოავლინა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები