Aa
Aa

"დინამოს" დღევანდელ მატჩში სტეფან ველევი ვერ დაეხმარება

დღევანდელ მატჩში, ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ, თბილისის "დინამოს", ბულგარელი ლეგიონერი სტეფან ველევი დააკლდება. 

ველევმა ტრავმა, სომხურ "ალაშკერტთან" პირველი შეხვედრისას მიიღო და მას შემდეგ უქმობა უწევს. 

27 წლის ფეხბურთელი, "დინამომ" ამ ზაფხულს დაიმატა. მას სხვადასხვა დროს ბულგარულ კლუბებში, სტარა ზაგორას "ლოკომოტივში", "ლიუბიმეცში", "ბეროეში", სოფიის "ლევსკისა" და პლოვდივის "ლოკომოტივში" უთამაშია. 

დავამატოთ ისიც, რომ დანაკლისის გარეშე, არც ჩვენი მეტოქეა, ხორვატთა თავკაცი, ზლატკო კრანჩარი, დღევანდელ მატჩში, ერთ-ერთ წამყვან შუახაზელს, პაულო მაშადოს ვერ დაიხმარს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები