უჩა ლობჟანიძე: "მეტოქის დამარცხება შეგვიძლია"!
"ჩემპიონთა ლიგის" მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ, რომელსაც თბილისის "დინამო" ზაგრებელ სეხნიასთან გამართავს, თბილისელთა მარჯვენა მცველმა, უჩა ლობჟანიძემ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"ჩვენმა მწვრთნელმა მეტოქის პლიუს-მინუსები კარგად იცის და საჭირო დარიგებებიც მოგვცა. ზაგრების "დინამო" ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენი მიზანი მათი დამარცხებაა, რისთვისაც მაქსიმუმს გავიღებთ. დანარჩენს კი, ხვალინდელი მატჩი გვაჩვენებს".
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბიჭები ბრძოლისთვის მზად ვართ და იმედია, ფორტუნა ჩვენ მხარეს იქნება". - განაცხადა ლობჟანიძემ.
დღევანდელი დაპირისპირება "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.
თამაშზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია. გუშინ საღამოს მონაცემებით, გაყიდული მხოლოდ 8 ათასი ბილეთი იყო.