diarimes:
Aa
Aa

diarimes: "სევილია" აბურჯანიას ტრანსფერს დღეს დაადასტურებს!

ტარაგონული საიტის, diarimes.com-ის ცნობით, ამ ქალაქის წარმომადგენელმა "ხიმნასტიკმა" და "სევილიამ", ქართველი ნახევარმცველის, გიორგი აბურჯანიას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს და ყველაფერს წერტილი, დღეს საღამოს დაესმება. 

როგორც გაცხადდა, ანდალუსიელები აბურჯანიას სანაცვლოდ 1.8 მილიონ ევროს გადაიხდიან.

არსებული ინფორმაციით, 21 წლის ქართველი, ფორმალობების მოსაგვარებლად, სევილიაში დღეს ჩავა. 

წყარო ამბობს იმასაც, რომ პირველ ეტაპზე "აბუ" "სევილიას" სარეზერვო გუნდში (იგივე "სევილია ატლეტიკო") ითამაშებს, რომელიც ესპანეთის სეგუნდა ლიგის B ჯგუფში ასპარეზობს. 

საინტერერო და ნიშანდობლივია, რომ სწორედ "სევილია ატლეტიკოში" აიდგეს ფეხი ისეთმა ვარსკვლავებმა როგორებიც არიან: სერხიო რამოსი, ხესუს ნავასი, ხოსე ანტონიო რეიესი, დეიგო პეროტი, დიეგო კაპელი, ალბერტო მორენო და ლონდონის "არსენალის" ყოფილი მარჯვენა მცველი ლორენი. 

აბურჯანია ტარაგონელ თანაგუნდელებს, შაბათს დაემშვიდობა, რაც ბუნებრივია, ტრანსფერის არაოფიციალური, მაგრამ უეჭველი წინაპირობაა. 

 

მომზადებულია diarimes.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები