Aa
Aa

ჰალეპი: "ნელ-ნელა ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ 2020 წელი ჩოგბურთისთვის გაუქმდება"

უიმბლდონის მოქმედ ჩემპიონ სიმონა ჰალეპის განცხადებით, ნელ-ნელა იწყებს იმაზე ფიქრს, რომ ჩოგბურთისთვის 2020 წელი შეიძლება დასრულებული იყოს. რუმინელმა ამის შესახებ გუშინდელ ინტერვიუში მოკლედ ისაუბრა.

„ჩემი აზრით, შესვენება უფრო გრძელი იქნება და ტურნირები ივლისში ვერ განახლდება. ასეთი შეგრძნება აქამდე არასდროს მქონია, არ ვიცი, რისი მოლოდინი უნდა მქონდეს. ჩოგბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხებია, ამიტომ სახლის პირობებში დავრბივარ და კუნთებს სათანადოდ ვავარჯიშებ.

ჩემს ფიქრებში ყველაზე უარესი სცენარი 2020 წლის სრულად გაუქმებაა. მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, პანდემია გაივლის, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუკი რეკომენდაციებს დავიცავთ და სახლში უსაფრთხოდ დავრჩებით“.

ჰალეპის პოზიციას იზიარებს ამერიკელი ჯონ ისნერი. მისი თქმით, ჩოგბურთი, შესაძლოა, ერთ-ერთი ბოლო სპორტი იყოს, რომელიც პანდემიის შემდეგ განახლდება. ანალოგიურ აზრზეა ლეგენდარული ფრანგი ამელი მორესმოც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები