ოფიციალურად: ადრიანო კორეია
Aa
Aa

ოფიციალურად: ადრიანო კორეია "ბეშიქთაშის" ფეხბურთელია!

"ბარსელონას" ოფიციალური საიტი ადასტურებს, რომ ბრაზილიელი განაპირა მცველი, ადრიანო კორეია, კარიერას თურქულ "ბეშიქთაშში" გააგრძელებს.

მხარეებმა შეთანხმებას 600 ათას ევროზე მიაღწიეს, თუმცა კონტრაქტში ჩაიდება პირობა, რომლის თანახმადაც, თუკი სტამბულელები შემდეგ სეზონში "ჩემპიონთა ლიგის" საგზურს მოიპოვებენ, დამატებით 1.1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. 

31 წლის ადრიანო "ბარსაში" 2010 წლიდან გამოდიოდა. 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები