Marca: ხესეს მადრიდული კარიერა სრულდება!
მადრიდული სპორტული გამოცემის Marca-ს ინფორმაციით, "რეალს", დიდი ალბათობით, ხესე როდრიგესი დატოვებს.
ეს ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც ხესეს აგენტი, ხინეს კარვახალი, "რეალის" წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან, ფეხბურთელის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
როგორც ირკვევა, ხესეს "სამეფო კლუბში" უფრო მეტი სათამაშო დრო სურს, თუმცა მას ამის გარანტია არ მისცეს.
22 წლის შემტევს, რომელიც "ბლანკოსის" მთავარ გუნდში 2011 წლიდან ირიცხება, გუნდთან კონტრაქტის ვადა, 2017 წლის ზაფხულში ეწურება. რაც ნიშნავს იმას, რომ ტრანსფერი "რეალის" ინტერესებშიცაა, რადგან თუკი წელს ხესე არ გასხვისდა, შემდეგ წელს იგი თავისუფალი აგენტი გახდება და "სანტიაგო ბერნაბეუს" უფასოდ დატოვებს.
მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით