ზვიად კუპატაძე:
Aa
Aa

ზვიად კუპატაძე: "მეამაყება, ჩვენი ექიმები საუკეთესოები არიან"

კორონავირუსის გამო მსოფლიოს სპორტული მოვლენები შეჩერებულია და გამონაკლისი არც ფუტსალია. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეკარე ზვიად კუპატადაძე ოჯახთან ერთად მოსკოვში იმყოფება.

CrystalSport-ი ნაკრების ლიდერს რუსეთში დაუკავშირდა და სხვადასხვა თემებზე გაესაუბრა.

კარანტინის დროს, როგორც მთელი მსოფლიო, ოჯახთან ერთად სახლში ვრჩები. მოსკოვშიც კარანტინია და თუ მაღაზიაში არ მიდიხარ, გარეთ გასვლაზე ჯარიმებია. დარწმუნებული ვარ, მალე ეს ყველაფერი დამთავრდება და მთელი მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

რუსეთში ჩემპიონატი პირველ ივნისამდე შეჩერდა და გუნდებმა ფეხბურთელები 10 მაისამდე შვებულებაში გაუშვეს. რაც შეეხება ფორმის შენარჩუნებას, ეს ცოტა რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ბევრი ისეთი ვარჯიშია, რომელთა შესრულებაც სახლის პირობებში შეიძლება.

ნათესავებთან მაქვს კონტაქტი და ინტერნეტითაც თვალს ვადევნებ, რა სიტუაციაა საქართველოში. ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ კორონავირუსს მსოფლიოში სამაგალითოდ ვუმკლავდებით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია ეპიდემისთან ბრძოლაში. განსაკუთრებით ჩვენს ექიმებს, მართლაც, საუკეთესოები არიან!!!

რაც შეეხება ნაკრებს, გეგმები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშებისთვის მომზადებაა. სამწუხაროდ, სპორტი ახლა შეჩერებულია და გამონაკლისი არც ფუტსალია, მაგრამ, როგორ ვიცი, შემოდგომაზე ამხანაგური მატჩებია დაგეგმილი", - გვითხრა კუპატაძემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები