''აიაქსი'' ცდილობს კრიზისი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს'' - ვან გაალი ოვერმარსს აკრიტიკებს
Aa
Aa

''აიაქსი'' ცდილობს კრიზისი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს'' - ვან გაალი ოვერმარსს აკრიტიკებს

ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუის ვან გაალი ფიქრობს, რომ შეწყვეტილი სეზონის მიხედვით ჩემპიონის გამოვლენა და დარჩენილი მატჩების ჩატარებაზე უარის თქმა არასწორია. ვან გაალი არ ეთანხმება ''აიაქსის'' დირექტორს, მარკ ოვერმარსს, რომელმაც ჰოლანდიის ფეხბურთის ასოაციაციას მიმართა ჩემპიონის ნაადრევად დასახელების წინადადებით.

25 ტურის შემდეგ ჰოლანდიურ საფეხბურთო ჩემპიონატს ''აიაქსი'' და ''ალკმაარი'' 56-56 ქულით ლიდერობენ, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის გამო პირველადგილოსნად ამსტერდამული გუნდი ითვლება. ოვერმარსის წინადადების მიხედვით ჩემპიონად ''აიაქსი'' უნდა დასახელდეს და ჩემპიონატის დარჩენილი შეხვედრები არ ჩატარდეს.

ამ თემაზე ვან გაალი ჰოლანდიურ Ad.nl-ს ესაუბრა:''როცა გაცხადდება, რომ კორონავირუსი დამარცხებულია, უპირველესად რაც უნდა მოხდეს, ჩემპიონატი უნდა დასრულდეს.

სპორტში გამარჯვებას მოედანზე აღნიშნავენ. სეზონი 25 ტურის შემდეგ არ უნდა შევწყვიტოთ და ჩემპიონი სეზონის დასრულების გარეშე არ უნდა გამოვავლინოთ.

მას შემდეგ რაც ვითარება დამძიმდა, ''აიაქსი'' პირველი გუნდი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ სეზონის დასრულება შესაძლებელი არ იყო. ზაფხულში დიდი დროა ჩემპიონატების დასასრულებლად. გარდა ამისა, კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის შენს სასარგებლოდ გამოყენება სწორი არ იქნება, თუმცა ''აიაქსს'' ამის მცდელობა აქვს.''

ვან გაალი ''აიაქსს'' 1991-97 წლებში წვრთნიდა. 1995 წელს მისი გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები