ნეიმარმა კოვიდ-19-თან საბრძოლველად ანონიმურად 775 ათასი ფუნტი გადარიცხა
Aa
Aa

ნეიმარმა კოვიდ-19-თან საბრძოლველად ანონიმურად 775 ათასი ფუნტი გადარიცხა

პსჟ-ს ათიანმა ნეიმარმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის 775 ათასი ფუნტი გაიღო. ფეხბურთელს ქველმოქმედება ანონიმურად სურდა, თუმცა ბრაზილიელმა ტელეწამყვანმა ინფორმაცია მაინც გაასაჯაროვა.

ნეიმარმა თანხის ნახევარი იუნისეფის ანგარიშზე ჩარიცხა, მეორე ნახევარი კი ერთ-ერთ ბრაზილიურ ფონდში. ტელეწამყვანმა კრის ფლორესმა ფეხბურთელის ქმედების შესახებ შემდეგი განაცხადა:

„ნეიმარმა კორონავირუსთან საბრძოლველად დაახლოებით 775 ათასი ფუნტი შესწირა. მან თანხა გასულ კვირაში გადარიცხა. ფულის ნაწილი იუნისეფში გადაირიცხა, ხოლო მეორე ნახევარი ბრაზილიურ ფონდს, რომელიც მხატვრებმა შექმნეს.

მისი სურვილი იყო, რომ ეს ყველაფერი ანონიმურად დრჩენილიყო, თუმცა კეთილი საქმეების შესახებ საუბარი აუცილებელია და ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეყოლა“.

აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთში კორონავირუსი ნელ-ნელა პიკისკენ მიდის. გუშინდელი მონაცემებით ქვეყანაში 1 120 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 82 165-ს შეადგენს, ჯამში კი 14 008 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ბრაზილიას, ქვეყანაში ამ მომენტისთვის კორონავირუსის 9,216 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 365 ადამიანია, ხოლო 127 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები