Aa
Aa

"ეს დიდი პატივია" - ჯოუნსი ინგლისს 2023 წლამდე გაწვრთნის

ინგლისის სარაგბო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ედი ჯოუნსი პოსტზე 2023 წლის მსოფლიო თასამდე დარჩება. ამის შესახებ ინგლისის რაგბის ასოციაციამ გუშინ გამოაცხადა.

„ეს ფაქტი ჩემთვის დიდი პატივია. თუმცა, ახლა მხოლოდ ჩვენს გარემოსა და სამყაროზე უნდა ვიფიქროთ, რომელთაც დიდ სირთულეებთან შეჭიდება უწევთ. ჩვენ ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ და სპორტი გამოვიყენოთ იმისთვის, რათა ადამიანები გავაერთიანოთ და მათ სიკეთის ძალა ვაჩვენოთ“, - აცხადებს 60 წლის სპეციალისტი.

ჯოუნსი ინგლისელთა ნაკრებს 2015 წლის მიწურულიდან წვრთნის და მასთან ერთად მატჩების 78% აქვს მოგებული.

გასულ წელს, ინგლისის ნაკრებს მსოფლიო თასის ისტორიაში მეორედ მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა ფინალური მატჩი სამხრეთ აფრიკის გუნდთან დათმო.

გამოცდილ სპეციალისტს შანსი ეძლევა, თავის ბიჭებს კიდევ ერთ მსოფლიო თასზე უხელმძღვანელოს და 2023 წელს უკვე საფრანგეთში გასამართ დიდ ფორუმზე გაუძღვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები