მათ დაიწყეს თამაში - ვინ უფრო მშიშარაა
Aa
Aa

მათ დაიწყეს თამაში - ვინ უფრო მშიშარაა" - მაკგრეგორი ხაბიბისა და ტონის შესახებ

ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლას გამოეხმაურა, რომელიც მეხუთედ გადაიდო.

„რეალობა ისაა, რომ ტონიმ და ხაბიბმა დაიწყეს თამაში - ვინ უფრო მშიშარაა. ხაბიბს პირველს შეეშინდა, რის შემდეგაც, ჩხუბზე ნათქვამი უარების მიხედვით ანგარიში 3-2 გახდა ტონის სასარგებლოდ. ხაბიბი აშშ-დან გაიქცა და სამშობლოში დაბრუნდა. გილოცავ ტონი“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვმა ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საზოგადოებას ბრძოლის გაუქმების შესახებ აუწყა და განაცხადა, რომ არ ესმის, თავისი სიცოცხლე რისკის ქვეშ რატომ უნდა დააყენოს.

აქვე გეტყვით, რომ სავარაუდოდ „არწივს“ ჯასტინ გეტჯი შეცვლის, თუმცა „ელ კუკუის“ მასთან ბრძოლის პერსპექტივა არ ხიბლავს და კონორ მაკგრეგორს იწვევს. UFC-ის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ფერგიუსონის მენეჯერი კი, აცხადებს, რომ ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები