„შეშინებულია და გარბის
Aa
Aa

„შეშინებულია და გარბის" - „ელ კუკუი" ხაბიბის განცხადებას გამოეხმაურა

ტონი ფერგიუსონი ხაბიბ ნურმაგომედოვის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დაღესტნელი 18 აპრილს გასამართ ბრძოლაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„ჩემი აზრით, ხაბიბმა თავიდანვე იცოდა, რომ ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებდა. მას მშვენივრად მოეხსენებოდა ღონისძიების გადასარჩენად რისი გაკეთება იყო საჭირო, მაგრამ არ გარისკა. მან თავს უშველა. რთული ასახსნელია, მაგრამ მან თავს უშველა. ხაბიბს ჰქონდა შანსი აშშ-ში დარჩენილიყო. აბუ-დაბიში წასვლის შემდეგ, კი, შეეძლო საზღვრების დაკეტვამდე დაბრუნებულიყო, მაგრამ დაღესტანში წასვლა გადაწყვიტა. ამ ბიჭს ჩემთან ჩხუბი არ უნდა. იგი შეშინებულია და გარბის. მას საჩემპიონო ქამარი უნდა ჩამოერთვას.

ეს მეორე შემთხვევაა, როცა მას ჩემი შეეშინდა. მე დაქირავებული მკვლელი ვარ, ხაბიბი და კონორი კი, კუდამოძუებულნი გამირბიან. ისინი მშიშრები არიან, ხოლო ხაბიბი ძუკნაა“.

ამერიკულ პრესაში ვარაუდობენ, რომ „არწივს“ ჯასტინ გეტჟი შეცვლის, თუმცა „ელ კუკუის“ მასთან ბრძოლის პერსპექტივა არ ხიბლავს და კონორ მაკგრეგორს იწვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები