განცხადება |
Aa
Aa

განცხადება | "სამწუხაროდ, კლუბის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას", - რა ხდება ტორპედოში?

ქუთაისის „ტორპედო“ კვლავ კრიზისშია. ცნობილი ხდება, რომ იმერული კლუბის მფოლები ისევ ზაალ ჩაჩავაა და იტალიელ ინვერსტორ ფაბიო მანინისთის აქციები ჯერ არ გადაუფორმებიათ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ჩვენ ვართ ტორპედო“ წერს.

„ძალიან ვწუხვართ, რომ ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი მოვლენების ფონზე გვიწევს მოგაწოდოთ ცუდი ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც მზად არის, ფეხზე დააყენოს ქუთაისის "ტორპედო”, ჯერ კიდევ არის პრობლემები, რაც გამოწვეულია იმით, რომ ჯერ კიდევ არ გადაუციათ გუნდი ოფიციალურად. კლუბში ისევ არის უმძიმესი ფინანსური კრიზისი. თვეებია, ფეხბურთელებსა და გუნდში დასაქმებულ ხალხს ხელფასი არ აუღია. ფაბიო მზად არის და მოუთმენლად ელის გუნდის გადაცემას, რათა ვალდებულება მაშინვე აიღოს!

სამწუხაროდ, გუნდის ოფიციალური მფლობელი ჯერ კიდევ ზაალ ჩაჩავაა. შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, მანინი მოითხოვს გარანტიის ფურცელს, რომლითაც დადასტურდება, რომ გუნდი მისი საკუთრებაა. გთხოვთ, დააჩქაროთ ეს პროცესი. ქუთაისის "ტორპედოს” უკან არა მარტო სახელი და ისტორიაა, მის უკან უამრავი ბავშვი და ოჯახი დგას.

სამწუხაროდ, ახლა გუნდის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ქუთაისის "ტორპედო” უნდა გადარჩეს!!! ინვესტორი არსებობს!!! გუნდი უნდა გადასცენ!!! დრო ძალიან ცოტაა. სამწუხაროდ, რამდენიმე დღე... კორონას დასრულების შემდეგაც გრძელდება სიცოცხლე!!!“

2019 წლის სეზონში ''ტორპედო'' მძიმე ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა, რასაც კლუბის მფლობელის, ზაალ ჩაჩავას წასვლა მოჰყვა, თუმცა მის მუშაობასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნები დარჩა, რაც თანხების არასწორად განაწილებას უკავშირდება. მძიმე ფინანსური კრიზისის გამო ''ტორპედო'' მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა და წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები