Aa
Aa

2020-ში ჩოგბურთს ვეღარ ვნახავთ? - მორესმო პესიმისტურადაა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგნის, ამელი მორესმოს თქმით, შესაძლოა, 2020 წელს საჩოგბურთო მატჩები საერთოდ ვეღარ ვიხილოთ. 40 წლის ფრანგი შექმნილ მდგომარეობას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და საკუთარი ვარაუდის გამამყარებელ გარემოებებზეც ისაუბრა.

„ვფიქრობ, საეჭვოა, 2020 წელს საჩოგბურთო ტურნირები კიდევ ვიხილოთ. აქ საერთაშორისო ტურნირებია, რომელშიც პრაქტიკულად ყველა ეროვნების მოთამაშე მონაწილეობს, პლუს მენეჯმენტი, მაყურებლები - ადამიანები ჩოგბურთისთვის ჰორიზონტის ოთხივე მხრიდან იკრიბებიან, ნებისმიერი მათგანი კი, შეიძლება, ამ ვირუსის გადამტანი იყოს. ასე რომ, თუკი არ იქნება ვაქცინა - არ იქნება ჩოგბურთი“.

გარკვეულწილად მორესმოს პათოსს იზიარებს ამერიკელი ჯონ ისნერიც. მისი თქმით, ჩოგბურთი, შესაძლოა, ერთ-ერთი ბოლო სპორტი იყოს, რომელიც კორონავირუსის შემდეგ განახლდება.

როგორც გუშინ გამოცხადდა, წლევანდელი უიმბლდონი გაუქმებულია და ტურნირის გულშემატკივრებს მოცდა მომავალ ზაფხულამდე მოუწევთ.

ასევე, ATP-იმ და WTA-იმ გამოაცხადეს, რომ ჩოგბურთის ყველა ოფიციალური ტურნირის შეწყვეტის ვადა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და აქტივობების განახლების სავარაუდო თარიღად უკვე 13 ივლისი სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები