ალეგრის სასჯელი |
Aa
Aa

ალეგრის სასჯელი | "მან მთელ გუნდს iMac-ები გვაჩუქა" - შესნიმ უცნობი ისტორია გაიხსენა

კრიშტიანუ რონალდუს იტალიური კარიერა ჩემპიონთა ლიგაზე მიღებული წითელი ბარათით დაიწყო. ჯგუფურ ეტაპზე „ვალნესიასთან“ მატჩში პორტუგალიელი ფეხბურთელი ფელიქს ბრიხმა ჯეისონ მურილიოსთან შეჯახების გამო მოედნიდან გააძევა.

იმ დროს ყველამ ყველაფერი მალე დაავიწყა, რონალდუმ დისკვალიფიკაცია მოიხადა და მწვანე მინდორს დაუბრუნდა. თუმცა მოხდა ამბავი, რომელიც ცნობილი ახლახანს გახდა. გუნდის მინი საიდუმლო „იუვეს“ მეკარემ ვოიცეხ ჩესნიმ გათქვა.

„დიახ, დიახ, მან მთელ გუნდს iMac-ები აჩუქა. მას არ უნდოდა ჯარიმის გადახდა, რადგან მიაჩნდა, რომ გუნდისთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია. თუმცა, 2-თვიანი კამათის შემდეგ მთელ გუნდს iMac-ები გვიყიდა", - აღნიშნა შესნიმ.

როგორც ირკვევა, მასიმილიანო ალეგრის წესად ჰქონდა, რომ თუ რომელიმე ფეხბურთელის გამო გუნდი დაზარალდებოდა, მას ყველა თანაგუნდელისთვის საჩუქარი უნდა გაეკეთებინა.

შესნის თქმით, ალეგრის ეს წესი ერთხელ მასაც შეეხო: „სამშაბათი და ოთხშაბათი ერთმანეთში ამერია. ალეგრიმ დამირეკა და მითხრა, რომ გუნდი უკვე ვარჯიშობდა და თითოეული ფეხბურთელი ჩემგან საჩუქარს ელოდებოდა. მიუხედავად ნახევარსაათიანი დაგვიანებისა, მთელი გუნდისთვის Dr.Dre-ის ყურსასმენების ჩუქება მომიწია" - ამბობს პოლონელი მეკარე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები