იარაბეკი: "ახლა მხარდაჭერა ყველაზე მეტად გვჭირდება"
"ჩემპიონთა ლიგის" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის, პირველ მატჩში, ზაგრების "დინამოსთან" (0:2) მარცხის შემდეგ, თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა, კომენტარი გააკეთა.
"სანამ გოლს გავუშვებდით, დალაგებულად ვთამაშობდით. შეცდომების გამო კი, 3 წუთში 2 გოლი მივიღეთ და ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს".
"რაც შეეხება მეტოქეს, მან, ჩვენგან განსხვავებით, შანსები გამოიყენა, თუმცა დაველოდოთ თბილისურ შეხვედრას".
"სინანულის დრო არაა. გასაგებია, რომ ჩვენი მიზანი აქ გოლის გატანა იყო, რაც ვერ შევძელით, მაგრამ საერთო ჯამში, გუნდის თამაშს უარყოფითად ვერ შევაფასებ".
"ჩვენ შანსი, დაახლოებით 30%-ია, რაც ნიშნავს, რომ ორმატჩიანი დუელის ბედი თბილისში გადაწყდება. დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრების, რომლებიც დარწმუნებული ვარ, "დინამო არენაზე" მრავლად იქნებიან, მათი თანადგომით კი, სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით რეალურია. იცოდეთ, რომ ახლა "დინამოს" მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება".
"ვეცდებით, საშინაო მატჩში, საწყის 20-25 წუთში გავიტანოთ". - განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა პრესკონფერენციისას.
საპასუხო შეხვედრა, "დინამო არენაზე", 2 აგვისტოს, 21 საათზე შედგება.