„18 აპრილი ახლოვდება, შენ კი, იმალები“ – „ელ კუკუიმ“ რუსეთში ჩარჩენილ „არწივს“ მიმართა
Aa
Aa

„18 აპრილი ახლოვდება, შენ კი, იმალები“ – „ელ კუკუიმ“ რუსეთში ჩარჩენილ „არწივს“ მიმართა

ტონი ფერგიუსონმა სოციალური ქსელის მეშვეობით ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთშია ჩარჩენილი. „ელ კუკუიმ“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა:

„18 აპრილი ახლოვდება, შენ კი, რუსეთში იმალები. სამოგზაურო შეზღუდვები შენს დამარცხებაში ხელს ვერ შემიშლის. ამ ყველაფერს უკან დასახევად ნუ მოიმიზეზებ. შენ ბევრი ლოკაცია გამოგიგზავნეს, ახლა კი დროა ერთი გამოგვიგზავნო. კვლავ ჩემი ძუკნა ხარ“.

შეგახენებთ, რომ ხაბიბს 18 აპრილს ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთის დატოვებას ვერ ახერხებს და დიდი ალბათობით „ელ კუკუის“ სხვა მეტოქე ეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები