მერებაშვილის აღიარება - ქართველი ფეხბურთელი ყველა დროის სიმბოლურში მოხვდა
Aa
Aa

მერებაშვილის აღიარება - ქართველი ფეხბურთელი ყველა დროის სიმბოლურში მოხვდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი პოლონეთში დააფასეს.

ქართველი ფეხბურთელი „ვისლას“ ლეგიონერების ყველა დროის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

33 წლის ნახევარმცველი პლოცკის „ვისლას“ შემადგენლობაში 2016 წლიდან ასპარეზობს და ჩატარებული 106 შეხვედრაში 21 გოლი აქვს გატანილი. რაც ლეგიონერებში ყველაზე ბევრია.

პანდემიის გამო პოლონეთის ჩემპიონატი შეჩერებულია. გამართული 26 ტურის შემდეგ მერებაშვილის გუნდი მე-10 ადგილზე იმყოფება.

ბოლო მონაცემებით, პოლონეთში კორონავისრუსით 2 132 ადამიანი დაინფიცირდა, 31 მათგანი კი გარდაიცვალა  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები