ოფიციალურად: IOC-მა ოლიმპიადის ჩატარების თარიღი გამოაცხადა!
Aa
Aa

ოფიციალურად: IOC-მა ოლიმპიადის ჩატარების თარიღი გამოაცხადა!

ოფიციალურად გადაწყდა, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სტარტს 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. თამაშებს სახელი შეუნარჩუნეს და ისევ „ტოკიო 2020“ ერქმევა.

რაც შეეხება პარალიმპიკის თამაშებეს, ის 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

მე მჯერა, რომ ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო ჯგუფთან და იაპონიის მთავარობასთან ერთად აუცილებლად დავძლევთ ამ უპრეცედენტო გამოწვევას. მსოფლიო იმყოფება წყვდიადში და ეს თამაშები, შესაძლოა გახდეს სინათლე გვირაბის ბოლოს.“- აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს რჩევა გაითვალისწინა და თამაშების გადადებაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა თამაშები გადაიდო. მსოფლიო ომის გამო ერთ-ერთი ოლიმპიადა საერთოდ გაუქმდა.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კორონავისრუსით 1866 ადამიანი დაინფიცირდა, 54 მათგანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები