ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ლოკომოტივს" სოსო ფრუიძე გაწვრთნის

„ლოკომოტივს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. წლის ბოლომდე გუნდი გამოცდილმა სპეციალისტმა სოსო ფრუიძემ ჩაიბარა. 

ფრუიძე ქართულ ფეხბურთში საკმაოდ ცნობილი მწვრთნელია. მისი სამწვრთნელო კარიერა 1994 წლიდან დაიწყო. ყველაზე დიდი დრო კი, საჩხერის „ჩიხურაში“ გაატარა, რომლის თავკაცადაც 2008 წლიდან მუშაობდა და იმერული კლუბი მხოლოდ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ლევან კორღალიძემ "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტი გუშინ დატოვა, დღეს კი კლუბმა მისი ფრუიძით ჩანაცვლების შესახებ გამოაცხადა.

ახალგაზრდა სპეციალისტმა გუნდი გასული წლის აპრილში ჩაიბარა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვების გარდა, "ლოკომოტივი" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალშიც გაიყვანა.

“ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორის გიორგი ყიფიანის თქმით, გუნდში მომხდარი ცვლილებები ფინანსურ ოპტიმიზაციას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები