ოფიციალურად: პატო "ვილიარეალში" გადადის
პოპულარული ესპანური სპორტული გამოცემის, Marca-ს ინფორმაციით, "ვილიარეალმა", ბრაზილიელ ვარსკვლავთან, ალეშანდრე პატოსთან, კონტრაქტის პირობები შეათანხმა და ფეხბურთელი კარიერას "ელ მადრიგალზე" გააგრძელებს.
"წყალქვეშა ნავი", პატოს სატრანსფერო უფლებების 60%-ში 3 მილიონ ევროს გადაიხდის და სამომავლოდ მისი გამოსყიდვის საშუალებაც ექნება.
ახლო წარსულში, ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად წოდებული პატო, "ინტერნასიონალის", "მილანის", "კორინთიანსის", "სან პაულოსა" და "ჩელსის" ღირსებას იცავდა.
ამჟამად მისი საკონტრაქტო უფლებები "კორინთიანსს" ეკუთვნის და "ვილიარეალს", 26 წლის ფროვარდის გამოსყიდვა, სწორედ ამ კლუბისგან შეეძლება.
მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით