მან. სიტი სტადიონს დიდი ბრიტანეთის მთავრობას პანდემიასთან ბრძოლისთვის დაუთმობს
Aa
Aa

მან. სიტი სტადიონს დიდი ბრიტანეთის მთავრობას პანდემიასთან ბრძოლისთვის დაუთმობს

საფეხბურთო კლუბმა ''მანჩესტერ სიტიმ'' დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისს (NHS) შესთავაზა ''ეტიჰედი'' პანდემიასთან საბრძოლველად გამოიყენოს. ''ქალაქელები'' აღნიშნულ ორგანოს დაუკავშირდნენ და ამ სახის წინადადებით მიმართეს: შემდეგი კვირიდან NHS-ის თანამშრომლებს შეუძლიათ ოფისი ''ეტიჰედზე'' მოაწყონ და იქ იმსჯელონ პანდემიური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისის ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ექნებათ ''ეტიჰედზე'' განიხილონ უახლესი გეგმები და გამართონ შეხვედრები. ამ ეტაპზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება უცნობია.

გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერ ლიგის შეხვედრები აპრილის ბოლომდე გადადებულია, ''ეტიჰედზე'' საფეხბურთო ღონისძიება არ გაიმართება. აქედან გამომდინარე ''მანჩესტერ სიტის'' სტადიონი თავისუფალი იქნება.

''მანჩესტერ სიტიმ'' და ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' პანდემიასთან ბრძოლისთვის ერთობლივი 100 000 ფუნტი სტერლინგის დონაცია გააკეთეს.

შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერ ლიგაში უკანასკნელი შეხვედრა 10 მარტს გაიმართა, როცა ''ლესტერმა'' საკუთარ კედლებში ''ასტონ ვილა'' 4:0 დაამარცხა. მას შემდეგ პრემიერ ლიგის ყველა მატჩი გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები