საჩუქარი საკუთარ თავს | რონალდუმ 8.5 მილიონ ფუნტად Bugatti Centodieci შეიძინა
Aa
Aa

საჩუქარი საკუთარ თავს | რონალდუმ 8.5 მილიონ ფუნტად Bugatti Centodieci შეიძინა

თვითიზოლაციაში მყოფმა კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ თავს გართობის უფლება მისცა და 8.5 მილიონ ფუნტად Bugatti Centodieci შეიძინა, რომელიც ამჟამად მსოფლიოში მხოლოდ 10 ცალია.

როგორც მოგეხსენებათ, რონალდუ ახლა მადეირაზე საკუთარ სახლშია და როგორც ყველა, ისიც შიდაიზოლაციაში იმყოფება.

კრიშტიანუმ თავისი კოლექცია კიდევ უფრო გაამდიდრა. Bugatti Veyron-ისა და Chiron-ის შემდეგ, მას ახალი ბუგატიც ყავს.

აქვე გეტყვით, რომ Centodieci იტალიურად 110-ს ნიშნავს და ლიმიტირებულ Supercar EB110-ს მიეძღვნა, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს გამოდიოდა.

Bugatti Centodieci-ი აღჭურვილია 8 ლიტრიანი 16 ცილინდრიანი ძრავით, 100 კმ/სთ სიჩქარეს 2.4 წამში ანვითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 380 კმ/სთ გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რონალდუმ კაპიტან ჯოჯრო კიელინისთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტილება მიიღო და ის ხელფასს 3.8 მილიონით შეიმცირებს, რათა კლუბს კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები