''ღამის კოშმარში ვცხოვრობ'' - სნუკერის ლეგენდას ლეიკემია დაუდგინდა
Aa
Aa

''ღამის კოშმარში ვცხოვრობ'' - სნუკერის ლეგენდას ლეიკემია დაუდგინდა

სნუკერის ლეგენდას, ვილი თორნის ლეიკემია დაუდგინდა. ინგლისელი ესპანეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, ოთახშია ჩაკეტილი და პანდემიის გამო გარეთ ვერ გამოდის. აქედან გამომდინარე ინგლისში შვილების სანახავად წასვლას ვერ ახერხებს.

66 წლის ვილი თორნიმ ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი გაიარა. ის ფინანსურად გაკოტრდა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ებრძოდა და მეუღლესთან ურთიერთობა განქორწინებით დაასრულა.

კლინიკაში წასვლისას თორნი ფიქრობდა, რომ თირკმელში ინფექცია ჰქონდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. გამოკვლევის შემდეგ ექიმმა ლეიკემია დაუდგინა.

ვილი თორნი dailymail-ს ესაუბრა:''ეს დაუჯერებელია, ექიმთან მივედი, რადგან ვფიქრობდი, რომ თირკმელში ინფექცია მქონდა, თუმცა ექიმმა მითხრა, რომ ლეიკემიასთან ბრძოლა მომიწევდა. ჩემი თვალები ცრემლებით გაივსო, 24 საათი ვტიროდი, ღამის კოშმარში ვცხოვრობ.

გარეთ გასვლის უფლება არ მაქვს, რადგან კორონავირუსით დაინფიცირების შანსი დიდია. ოთახიდან ვერ გავდივარ, ვწევარ და ტელევიზორი მაქვს ჩართული, სადაც მხოლოდ კორონავირუსზე საუბრობენ. ამ ყველაფრის ყურება ძალიან რთულია.

რამდენიმე წლის წინ ახირებული ბიჭი ვიყავი, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო. შემდეგ პროსტატის სიმსივნე დამიდგინდა და დავამარცხე, რასაც მეუღლესთან განშორება მოჰყვა. განქორწინების შემდეგ ესპანეთში ცხოვრება გადავწყვიტე, მაგრამ ახლა დიდი განსაცდელი დამიდგა.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები