უპრეცედენტო სოლიდარობა - უმდიდრესი გერმანული კლუბების 20-მილიონიანი დახმარება
Aa
Aa

უპრეცედენტო სოლიდარობა - უმდიდრესი გერმანული კლუბების 20-მილიონიანი დახმარება

გერმანული მედიის ცნობით, ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გერმანული გუნდები, მიუნხენის ''ბაიერნი'', ''დორტმუნდი", ''ლევერკუზენი'' და ''ლაიფციგი'' 20 მილიონი ევროთი დაეხმარებიან გუნდებს, რომლებსაც პანდემიის გამო ფინანსური კრიზისის წინაშე დადგებიან.

აღნიშნული კლუბები გეგმავენ, დაეხმარონ როგორც ბუნდესლიგის, ასევე მეორე ბუნდესლიგის კლუბებს. გერმანული მედია კლუბების გადაწყვეტილებას უპრეცედენტო სოლიდარობას უწოდებს.

პანდემიის გამო ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია. ცხადია, კრიზისი საფეხბურთო კლუბებსაც შეეხებათ. აქედან გამომდინარე, ამ ტიპის სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მიუნხენის ''ბაიერნის'' აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა: ''მძიმე დროა, მნიშვნელოვანია, ძლიერებმა შედარებით სუსტებს თანადგომა გამოუცხადონ. ასევე უნდა ვაჩვენოთ, რომ საფეხბურთო სამყარო ერთიანია.''

ანალოგიური შინაარსის განცხადებები ''დორტმუნდმა'', ''ლევერკუზენმა'' და ''ლაიფციგმაც'' გაავრცელეს. ამ ფორმით აღნიშნული 4 გუნდის მიზანი გერმანიის ბუნდესლიგასა და მეორე ბუნდესლიგაში კონკურენციის შენარჩუნება და კრიზისის მეტ-ნაკლებად ადვილად გადატანაა. მიუხედავად ამისა აღნიშნული თანხაც არ იქნება საკმარისი კრიზისის დასაძლევად თუ გერმანიის ჩემპიონატი უახლოეს პერიოდში არ განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები