„ინტიმური კავშირები, ორგიები და მანქანები
Aa
Aa

„ინტიმური კავშირები, ორგიები და მანქანები" - როგორ გაფლანგა ტაისონმა მილიონობით დოლარი?

ლეგენდარულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა წარსული გაიხსენა და ისაუბრა თუ როგორ გაფლანგა ჰონორარის სახით მიღებული მილიონობით დოლარი.

„ახალგაზრდობაში ფულს საერთოდ არ ვუფრთხილდებოდი. ფინანსური მდგომარეობა იმდენად არ მაინტერესებდა, რომ ფულს ყველას ვაძლევდი.

წვეულებებზე ნებისმიერთან ვერთობოდი. მათ დედებთან, დებთან და ბიძაშვილებთან ინტიმური კავშირები მქონდა. ორგიებიც სისტემატური მოვლენა იყო. ნამდვილი გიჟი ვიყავი. ყველაფერთან ერთად, გოგონებს უამრავი მანქანაც ვუყიდე".

„მახსოვს თავს ისე შეუძლოდ ვგრძნობდი, რომ ვერც კი ვხვდებოდი ცუდად რომ ვიყავი“.

2013 წელს გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიულ წიგნში მაიკმა განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა თავს ვეღარ აკონტროლებდა, ბევრს სვამდა და ინტიმური კავშირი ხშირად ჰქონდა. 2014 წელს კი, Guardian-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრობლემა მორალის არქონა გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ „რკინის მაიკმა“ კარიერის განმავლობაში 400 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, მაგრამ 2003 წელს ბანკროტად გამოცხადდა. მანკრიზისს თავი დააღწია და დღესდღეობით ფინანსური პრობლემები არ აწუხებს. ტაისონს 58 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 50-ჯერ იმარჯვა.იგი ყველაზე ახალგაზრდა მოკრივეა, რომელიც მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები