Aa Aa
25 მარტი 2020  |  19:01

ქართველიშვილი: "ევრობასკეტის დარბაზის მშენებლობა აქამდე არსებული გეგმის მიხედვით მიდის"

კალათბურთის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისია, შესაძლოა, გადაიდოს. როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადადო. რაც მსოფლიოს სპორტულ კალენდარში მნიშვნელოვანი ცვლილებებს შეიტანს.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნმა და ფიბა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, გიორგი ქართველიშვილმა გააკეთა.

გუშინ ოფიციალურად გადაწყდა ტოკიოს ოლიმპიადის 2021 წელს გადატანა, თუმცა ზუსტი ვადა არ დადგენილა. ითქვა, რომ თამაშები გაიმართება არაუგვიანეს აგვისტოსი. ევრობასკეტი კი, 2021 წლის სექტემბერში უნდა გაიმართოს. დღეს არავინ იცის, ოლიმპიადა კონკრეტულად რომელ თვეში ჩატარდება. შესაბამისად, სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის გამართვა-არგამართვის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგებოდა.

საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა – საგანგებო მდგომარეობისას სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა არ შეფერხდებაო. სწორედ ასეთი ობიექტია საკალათბურთო არენა, რომლის მიდამოებში სპეციალური სამედიცინო პუნქტი მოეწყო და იქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს მუდმივად ამოწმებენ. ასე რომ, დარბაზის მშენებლობა იმავე ტემპში მიმდინარეობს, როგორშიც დაგეგმილი იყო. ამიტომ ევრობასკეტის გადადებაზე, სადღეისოდ ლაპარაკი არ არის“. - აღნიშნა ქართველიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 2-19 სექტემბერშია დაგეგმილი და ის ოთხ ქვეყანაში – საქართველოში, ჩეხეთში, გერმანიასა და იტალიაში უნდა ჩატარდეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში