ირმა ხეცურიანი -
Aa
Aa

ირმა ხეცურიანი - "რთულია იმის გააზრება, რომ არ იცი, ხვალ რა იქნება"

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს გადაწყვეტილებით, ზაფხულში გასამართი ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 1 წლით გადაიდო.

ამ საკითხზე Crystalsport.ge მსოფლიო ჩემპიონ პარასპორტსმენს, ირმა ხეცურიანს გაესაუბრა.

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, როცა მსოფლიო რთულ მდგომარეობაშია და ადამიანების სიცოცხლე საფრთხის წინაშეა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნამდვილად არაა. ადამიანი, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა დღეს პირველ რიგში და შემდეგ სხვა დანარჩენი. რა თქმა უნდა, ყველაფერი თავდაყირა დადგა. გაუქმდა რამოდენიმე შეჯიბრება. გადაიდო პარალიმპიადა, ვერ ვვარჯიშობთ, ვერც შეკრებებს ვაკეთებთ. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად ვიყავით 2020 ტოკიოს თამაშებისთვის. რთულია იმის გააზრება, რომ არ იცი, ხვალ რა იქნება, თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და კაცობრიობის უსაფრთხოებაა. დავრჩეთ სახლში და შევამციროთ რისკი ამ ვირუსის გავრცელებისა.“- განაცხადა ჩვენთან საუბრისას ხეცურიანმა.

პარალიმპური თამაშების ჩატარება 2020 წლის 25 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით იყო დაგეგმილი, ახალი თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია. ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კორონავისრუსით 1193 ადამიანი დაინფიცირდა, 43 მათგანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები