თბილისში გასამართი
Aa
Aa

თბილისში გასამართი "ევრობასკეტი" შესაძლოა გადაიდოს

კალათბურთის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომლის ერთ-ერთი მასპინძელია თბილისია შესაძლოა გადაიდოს.

როგორც მოგეხსენებათ კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადადო. რაც მსოფლიოს სპორტულ კალენდარში მნიშვნელოვანი ცვლილებებს შეიტანს.

ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირი და ევრობასკეტიც ერთიმეორის მიყოლებით უნდა გაიმართოს, რაც შეუძლებლად მოჩანს. ასევე გადაიწია საკვალიფიკაციო ეტაპმა , რომლის ჩატარებაც ამ ეტაპზე წარმოუდგენელია.

თუ „ევრობასკეტი“ 2022 წელს ჩატარედება , თბილისი ჩემპიონატს ნამდვილად ახალი დარბაზით შეხვდება, რომლის მშენებლობა ეხლა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ , რომ ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 2-19 სექტემბერშია დაგეგმილი და ის ოთხ ქვეყანაში – საქართველოში, ჩეხეთში, გერმანიასა და იტალიაში უნდა ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები