''ამ განსაცდელს ერთად გადავიტანთ'' - კალაძის ემოციური გზავნილი იტალიელ ხალხს
Aa
Aa

''ამ განსაცდელს ერთად გადავიტანთ'' - კალაძის ემოციური გზავნილი იტალიელ ხალხს

იტალიაში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ძალიან მძიმე ვითარებაა. თბილისის მერი და ''მილანის'' ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე Instagram-ით იტალიელ ხალხს სოლიდერობას უცხადებს. იტალიელთა მიმართ თანადგომის ნიშნად თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა.

კახა კალაძე ''მილანში'' 2001-10 წლებში ასპარეზობდა. გუნდთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა, ერთხელ კი იტალიის სერია ა-ს ჩემპიონობა იზეიმა. კალაძე ''მილანის'' ''დიდების დარბაზის'' წევრია.

''სამწუხაროდ, მსოფლიო ექსტრემალურ ვითარებაშია. გულთან მიმაქვს ყველა დაინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა. გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ ექიმთა და ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პირთა მიმართ თავდადებული და გმირული მუშაობის გამო.

ძალიან დამწუხრებული ვარ იტალიაში შექმნილი ვითარების გამო. იტალია ჩემი მეორე სახლია. ეს ის ქვეყანაა, რომელმაც დიდი სიყვარულითა და თანადგომით მიმიღო და არაერთი განსაკუთრებული წელი მაჩუქა. აქედან გამომდინარე იტალიაში არსებული ვითარების გამო გული ძალიან მტკივა.

როგორც თბილისის მერი და როგორც მილანელი ბიჭი ქართველ ხალხთან ერთად თქვენს გვერდით ვდგავარ. ასეთ დროს ერთად დგომა, ერთმანეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. იტალიელი ხალხისადმი სიყვარულისა და თანადგომის გამოხატვის ნიშნად თბილისის  სიმბოლო ანძა იტალიის დროშის ფერებში გავანათეთ.

იტალია, ჩვენ თქვენთან ვართ და ამ განსაცდელს ერთად გადავიტანთ. თავს გაუფრთხილდით.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები